MK სამედიცინო ცენტრი
თბილისი, ნაქალაქევის ქუჩა # 3
mkclinic9@gmail.com

ზოგადი ქირურგია

მალხაზ კაციაშვილის მრავალპროფილური გადაუდებელი დახმარების ცენტრი – ქირურგიული მიმართულება

MK სამედიცინო ცენტრის ქირურგიული დეპარტამენტი აერთიანებს მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებს, რომლებიც ფლობენ ინტერდისციპლინურ ცოდნასა და თანამედროვე ქირურგიულ ტექნოლოგიებს. ცენტრი მუშაობს 24 საათიან რეჟიმში და უზრუნველყოფს როგორც გეგმიურ, ისე სასწრაფო-გადაუდებელ ქირურგიულ მომსახურებას მაღალტექნოლოგიურად აღჭურვილ საოპერაციოებში.

ჩვენთან ოპერაციები ტარდება როგორც მინიმალურად ინვაზიური მეთოდებით, ლაპარასკოპიისა და თორაკოსკოპიის გამოყენებით, ისე ტრადიციული ღია ქირურგიული ტექნიკით, რაც საშუალებას გვაძლევს თითოეულ პაციენტს შევურჩიოთ ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობის გზა.

ქირურგიული მიმართულებები

MK სამედიცინო ცენტრში ხელმისაწვდომია შემდეგი პროფილის ქირურგიული სერვისები:

  • ზოგადი ქირურგია
  • აბდომინალური ქირურგია
  • ყბა-სახის ქირურგია
  • ორთოპედია და ტრავმატოლოგია
  • ონკოქირურგია

ზოგადი ქირურგიის შესაძლებლობები

  • ჩვენი გუნდი ახორციელებს ოპერაციების ფართო სპექტრს:
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაფართოებული ონკოლოგიური და რეკონსტრუქციული ოპერაციები
  • პანკრეასის, ღვიძლისა და ელენთის ქირურგიული ჩარევები
  • კუჭის ავთვისებიანი დაავადებებისა და პილოროსპაზმის ქირურგია
  • საყლაპავის ოპერაციები ახალაზიის დროს
  • ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების ოპერაციები უსისხლო და ღია მეთოდით

ურგენტული ქირურგია:

აპენდიციტი, ნაწლავის გაუვალობა, წყლულის პერფორაცია, გასტროინტესტინური სისხლდენები, პერიტონიტი, გინეკოლოგიური გადაუდებელი პათოლოგიები, გულმკერდის ორგანოების ტრავმული დაზიანებები.

გეგმიური ოპერაციები საჭმლის მომნელებელ სისტემაზე:

კუჭის რეზექცია და გასტრექტომია, წვრილი და მსხვილი ნაწლავის რეზექცია, ჰემიკოლექტომია, სუბტოტალური და ტოტალური კოლექტომია.

ონკოქირურგია და რბილი ქსოვილები:

კანისა და კანქვეშა ქსოვილების კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი წარმონაქმნების მოცილება, სარძევე ჯირკვლის სიმსივნური პათოლოგიების ქირურგია, სწორი და მსხვილი ნაწლავის სიმსივნეების ოპერაციები.

პროქტოლოგიური და ჰერნიოლოგიური ქირურგია:

ბუასილისა და ანალური ნახეთქების ოპერაციები, საზარდულისა და მუცლის წინა კედლის თიაქრების ქირურგია, გიგანტური პოსტოპერაციული თიაქრების პლასტიკა თანამედროვე საპროთეზო მასალების გამოყენებით.

რატომ MK სამედიცინო ცენტრი

  • 24 საათიანი გადაუდებელი ქირურგიული დახმარება
  • თანამედროვე საოპერაციო ინფრასტრუქტურა
  • მინიმალურად ინვაზიური მეთოდების ფართო გამოყენება
  • გამოცდილი და მულტიდისციპლინური გუნდი
  • ინდივიდუალური მიდგომა თითოეული პაციენტის მიმართ

ჩვენი მიზანია უსაფრთხო, ეფექტური და თანამედროვე ქირურგიული დახმარების უზრუნველყოფა, რათა პაციენტმა სწრაფად და სრულფასოვნად შეძლოს ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნება.