MK სამედიცინო ცენტრი
თბილისი, ნაქალაქევის ქუჩა # 3
mkclinic9@gmail.com

პლაზმაფერეზი

პლაზმაფერეზით მკურნალობა MK სამედიცინო ცენტრის ერთ-ერთი გამორჩეული, თანამედროვე სამედიცინო სერვისია. ის გამოიყენება 100-ზე მეტი დაავადებისა და პათოლოგიის სამკურნალოდ.
თუ თქვენ გაწუხებთ ალერგიული და აუტოიმუნური დაავადებები, ფსორიაზი, ეგზემა, დერმატი სხვადასხვა ტიპის ინტოქსიკაცია, სიმსუქნე, ჰიპერქოლესტერინემია, ნარკო და ალკოჰოლდამოკიდებულება პლაზმოფერეზით მკურნალობა თქვენი გამოჯანმრთელების საუკეთესო საშუალებაა.

რა არის პლაზმაფერეზი
პლაზმაფერეზი სისხლის ტოქსიკური ნივთიერებებისგან მაღალტექნოლოგიური მოწყობილობით გაწმენდის და განახლების პროცედურაა. პლაზმაფერეზის სეანსებისას სისხლის, ქსოვილების და ორგანოების ღრმა უჯრედული კომპლექსური გაფილტვრა მიმდინარეობს, რაც აჯანმრთელებს და აახალგაზრდავებს ორგანიზმს. პლაზმაფერეზი უალტერნატიოა, როდესაც მედიკამენტური მკურნალობა შედეგს ვერ იძლევა. პლაზმაფერეზით მკურნალობა სრულიად უსაფრთხო და არატრამვულია.
რას აკეთებს პლაზმაფერეზი?

• წმენდს სისხლს და ორგანიზმის ყველა ქსოვილს პლაზმაში არსებული ცილისგან, ანტიგენებისა და ანტისხეულების იმუნური კომპლექსებისგან;
• სისხლძარღვების კედლებს აშორებს ქოლესტერინის საცობებს, ამცირებს სისხლის სიბლანტეს, რითიც ორგანოებში ნორმალურ სისხლმომარაგებას აღადგენს;
• ააქტიურებს თავის ტვინის მუშაობას;
• აუმჯობესებს გულის კუნთის მუშაობას;
• აუმჯობესებს ღვიძლისა და თირკმელის ფუნქცინირებას, რაც აადვილებს ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნას;
• აძლიერებს იმუნიტეტს
როდის გამოიყენება პლაზმაფერეზი?
მწვავე ინტოქსიკაციების დროს, როგორც სასწრაფო-გადაუდებელი დახმარება
აუტოიმუნური დაავადებებისას
ქრონიკული ანთებითი პროცესების დროს
სისტემური დაავადებებისას
წითელი მგლურა; ფსორიაზი, დერმატიტი, დერმატოზი, კანის პორფირია, ტოქსიკოდერმიები
რევმატოლოგიური დაავადებებისას
რევმატოიდული ართრიტი, სკლეროდერმია, ალერგიული და ჰემორაგიული ვასკულიტები, კვანძოვანი პერიარტრიტები
მწვავე ნევროლოგიური დაავადებებისას
მიასთენია, ზურგის ტვინის მადემიელიზირებელი დაავადებისას, გიენ-ბარეს დაავადებების სამკურნალოდ;