MK სამედიცინო ცენტრი
თბილისი, ნაქალაქევის ქუჩა # 3
mkclinic9@gmail.com

ონკოქირურგია

მალხაზ კაციაშვილის მრავალპროფილური გადაუდებელი დახმარების ცენტრში ფუნქციონირებს მაღალტექნოლოგიური ონკოქირურგიული განყოფილება, რომელიც დაკომპლექტებულია პროფესიონალი ონკოქირურგებით. ჩვენთან 24/7 რეჟიმში ხორციელდება ძუძუს, საშვილოსნოს, პროსტატის და საჭმლის მომნელებელი სისტემის ონკოლოგიური დაავადებების ოპერაციული მკურნალობა, როგორც ღია ასევე ლაპარასკოპიული მეთოდით.

MK სამედიცინო ცენტრის ონკოქირურგიული პანელი:

• ღვიძლის, სანაღვლე გზების, ნაღვლის ბუშტის ონკოლოგიური დაავადებების ქირურგია;
• ელენთისა და სისხლმბადი ორგანოების ონკოლოგიური დაავადებების ქირურგია;
• საყლაპავი მილის და კუჭის ონკოლოგიური დაავადებების ქირურგია;
• მსხვილი და სწორი ნაწლავების ონკოლოგიური დაავადებების ქირურგია;
• ფილტვისა და გულმკერდის ორგანოთა ონკოლოგიური დაავადებები ქირურგია;
• ფარისებრი ჯირკვლის ონკოლოგიური დაავადებების ქირურგია;
• კანისა და რბილი ქსოვილების ონკოლოგიური დაავადებების ქირურგია.
MK სამედიცინო ცენტრში ყოველდღიურად ვიბრძვით პაციენტების სიცოცხლის გადასარჩენად.