მალხაზ კაციაშვილის მრავალპროფილურ გადაუდებელი დახმარების ცენტრში 24/7 ფუნქციონირებს სრულფასოვანი ლაბორატორიული მომსახურების სერვისი.
MK სამედიცინო ცენტრის ლაბორატორია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პერსონალით და აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით. ლაბორატორიაში დანერგილია კვლევის უახლესი მეთოდები.
ლაბორატორიაში სრულდება სეროზული სითხეების (თავ-ზურგტვინის, პლევრალური, ასციტური და სხვ.), შარდის და სისხლის კლინიკური და ბიოქიმიური გამოკვლევები. ბიოქიმიური კვლევებისათვის გამოყენებული ანალიზატორი მაქსიმალური სიზუსტით განსაზღვრავს 60-ზე მეტ ბიოქიმიურ მაჩვენებელს. არტერიული სისხლის კვლევა გაზებსა და ელექტროლიტებზე ხორციელდება ბოლო თაობის ანალიზატორით, ჰემოსტაზის და ჰემატოლოგიური გამოკვლევა ხდება სპეციალური მაღალი სიზუსტის აპარატით, ლეიკო¬ციტული ფორმულის დათვლა კი მაღალი ხარისხის სინათლის მიკროსკოპით.
MK სამედიცინო ცენტრის ლაბორატორიული სერვისებია:
ბიოქიმია;
კოაგულაცია;
იმუნოლოგია;
იმუნოჰისტოქიმია;
სეროლოგია;
ბაქტერიოლოგია;
იმუნოდეფიციტური კვლევები;
პარაზიტოლოგია;
მოლეკულური დიაგნოსტიკა;
ციტოლოგია;
შარდის ნალექის მიკროსკოპიული კვლევა;
ონკოლოგიური კვლევები;
მორფოლოგია

