ყბა-სახის ქირურგია სახის, პირის ღრუს, კბილების და ყბების თანდაყოლილი ან შეძენილი დაავადებებისა და დეფორმაციების მკურნალობას მოიცავს. ყბა-სახის ქირურგიის მიზანი ყბის ფუნქციის გაუმჯობესებაა.
მალხაზ კაციაშვილის მრავალპროფილური გადაუდებელი დახმარების ცენტრში ფუნქციონირებს ყბა-სახის ქირურგიის განყოფილება, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და დაკომპლექტებულია პროფესიონალი ქირურგებით.
ჩვენ გადაუდებელ ქირურგიულ მომსახურებას 24/7 რეჟიმში გთავაზობთ.
Mk სამედიცინო ცენტრის ყბა-სახის ქირურგიული სერვისებია:
პირის ღრუსა და ყბა-სახის მიდამოს სიმსივნეების ქირურგიული მკურნალობა;
ყბა-სახის მიდამოს თანდაყოლილი და შეძენილი დეფექტების მკურნალობა;
ყბების ანომალიების ქირურგიული მკურნალობა;
სანერწყვე ჯირკვლების დაავადებების ქირურგიული მკურნალობა;
ყბა-სახის მიდამოს ტრავმული დაავადებების (სახის ძვლების მოტეხილობები) ქირურგიული მკურნალობა;
ყბა-სახის ანთებით-ჩირქოვანი დაავადებების ქირურგიული მკურნალობა (აბსცესი, ფლეგმონა, ფურუნკული, კარბუნკული);
ჰაიმორიტის ქირურგიული და კონსერვატიული მკურნალობა