ორთოპედია და ტრავმატოლოგია მედიცინის მიმართულებაა, რომელიც ძვალ-კუნთოვანი სისტემის ტრავმული, თანდაყოლილი ან შეძენილი დარღვებების დიაგნოსტიკას და ოპერაციულ მკურნალობას შეისწავლის.
მალხაზ კაციაშვილის მრავალპროფილურ გადაუდებელი დახმარების ცენტრში ფუნქციონირებს ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიური განყოფილება, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სადიაგნოსტიკო ტექნიკით და დაკომპლექტებულია კვალიფიციური ტრავმატოლოგებით. ჩვენ პაციენტებს გადაუდებელ და გეგმიურ ტრავმატოლოგიურ სერვისს 24/7 რეჟიმში ვაწვდით.
MK სამედიცინო ცენტრის ტრავმატოლოგიურ / ორთოპედიული სერვისებია:
ძვალ-სახსროვანი აპარატის სრული დიაგნოსტიკა;
პლასტიკური კორექცია-რეკონსტრუქციები (ტერფის თითის ვალგუსური დეფორმაცია, ჩაქუჩისებრი დეფორმაცია);
სახსრების ოსტეოართროზი (კოქსართროზი, გონართროზი და ა.შ.);
ჰემართროზები (სისხლი სახსარში);
ბურსიტი, ეპიკონდილიტი, ტენდინიტები სხვადასხვა ლოკალიზაციით;
გრძელი ლულოვანი ძვლების ოსტეოსინთეზი მოტეხილობების დროს;
სხვადასხვა სახსრის ღრძობა-დაჭიმულობა და დაჟეჟილობები;
მხრის, იდაყვის, მაჯის ამოვარდნილობები;
სახსარშიდა ინექციები;
ჩანაცვლებითი ქირურგია (ენდოპროთეზირება);
ძვალ-სახსროვანი აპარატის ონკოლოგიური დაავადებების მართვა;
მწვავე ტრამვების მართვა და მკურნალობა;
სახსრების მწვავე და ქრონიკული ტკივილის მართვა;
კიდურების შეძენილი დეფორმაციების, ყალბი სახსრების ფსევდოართროზის და ძვლოვანი პლასტიკის ოპერაციები
სახსრის პლაზმოთერაპია (ართროპლაზმოლიფტინგი).