მალხაზ კაციაშვილის მრავალპროფილურ გადაუდებელი დახმარების ცენტრში ფუნქციონირებს თანამედროვე აპარატურითა და მონიტორული კონტროლის სისტემით აღჭურვილი კრიტიკული მედიცინის განყოფილება.
MK სამედიცინო ცენტრის რეანიმაციას ყველაზე რთული პაციენტების მართვის პროფესიული და ტექნოლოგიური რესურსი აქვს. ჩვენი რეანიმატოლოგები 24/7 რეჟიმში ურთულესი პაციენტების სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან, უმცროსი სამედიცინო პერსონალი კი თავდაუზოგავად ზრუნავს მათ საჭიროებებზე.
ჩვენთან დანერგილია კრიტიკულ პაციენტთა მართვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებული ყველა თანამედროვე გაიდლაინი და პროტოკოლი.
რეანიმაცია შეესაბამება ხარისხის კონტროლის ყველა სტანდარტს.