კარდიოლოგია  მედიცინის დარგი, რომელიც  გულისა და გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პროფილაქტიკას,  დიაგნოსტირებასა და მკურნალობას შეისწავლის.

 

მალხაზ კაციაშვილის მრავალპროფილურ  გადაუდებელი დახმარების ცენტრში ფუნქციონირებს  თანამედროვე სადიაგნოსტიკო ტექნიკით აღჭურვილი კარდიოლოგიის განყოფილება, რომელიც კვალიფიციური კარდიოლოგებითაა დაკომპლექტებული.

MK სამედიცინო ცენტრში  პაციენტები გეგმიურ და გადაუდებელ კარდიოლოგიურ სერვისს 24/7 რეჟიმში იღებენ.  აქ ყველა სირთულის პაციენტის მართვის პროფესიული და ტექნოლოგიური რესურსი გვაქვს. ჩვენთან დანერგილია  კარდიოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის  საერთაშორისო პროტოკოლებით გათვალისწინებული  ყველა ინტერდისციპლინარული  მეთოდი.  აქ  წარმატებით ვმართავთ გულის ყველა პათოლოგიას:  გულის იშემიურ დაავადებს, სტენოკარდიას,  მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტს,  რითმის დარღვევებს, გულის მწვავე და ქრონიკული უკმარისობას და ა.შ.

MK სამედიცინო ცენტრის   კარდიოლოგიური სერვისებია:

კლინიკური კარდიოლოგია;

არაინვაზიური კარდიოლოგია;

ინტერვენციული კარდიოლოგია

MK სამედიცინო ცენტრის   კარდიოლოგიური დიაგნოსტიკის სერვისებია:

ექოკარდიოგრაფია;

ანგიოგრაფია;

კორონაროგრაფია;

ჰოლტერ მონიტორინგი;

კომპიუტერული ტომოგრაფია;

რენტგენოგრაფია;

ლაბორატორიული დიაგნოსტიკა

ინტერვენციული კარდიოლოგია

კორონაროგრაფია

კორონაროგრაფია არის გულის პათოლოგიების  რენტგენო-კონტრასტული კვლევის მეთოდი, რომელიც ტარდება კათეტერიზაციის ლაბორატორიში ექიმ  კარდიოლოგ-ინტერვენციონისტის  მიერ.   ეს პროცედურა  უმტკივნეულოა  და  ხორციელდება ადგილობრივი გაუტკივარებით.

რა შემთხვევაში ტარდება  კორონარული ინტერვენცია ?

კორონარული ინტერვენციის ჩატარების აუცილებლობას განსაზღვრავს ექიმი კარდიოლოგი.