გინეკოლოგია მედიცინის დარგია, რომელიც ქალის რეპროდუქციული სისტემის ჯანმრთელობას შეისწავლის. გინეკოლოგია მოიცავს ქალების ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემათა ფართო სპექტრს, მათ შორის მენსტრუალურ, უნაყოფობის, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისა და მენოპაუზის საკითხებს.
მალხაზ კაციაშვილის მრავალპროფილურ გადაუდებელი დახმარების ცენტრში ფუნქციონირებს გინეკოლოგიური განყოფილება, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სადიაგნოსტიკო ტექნიკით და დაკომპლექტებულია კვალიფიციური გინეკოლოგებით
MK სამედიცინო ცენტრი გინეკოლოგიური პათოლოგიების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ამბულატორიულ და სტაციონარულ სერვისს 24/7 რეჟიმში გთავაზობთ.
MK სამედიცინო ცენტრის გინეკოლოგიური დიაგნოსტიკის სერვისებია:
საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების დიაგნოსტიკა;
სქესობრივად გადამდები დაავადებების დიაგნოსტიკა;
საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა (PAP ტესტი და კოლპოსკოპია);
ულტრასონოგრაფია;
ლაბორატორიული კვლევების სრული სპექტრი;
ჰისტეროსკოპია
MK სამედიცინო ცენტრის გინეკოლოგიური პანელი:
სასქესო ორგანოებიდან პათოლოგიური სისხლდენის კონსერვატიული და ქირურგიული მკურნალობა;
ქვედა სასქესო ორგანოების ინფექციური დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
საშვილოსნოს ყელის ანთებითი დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
მენსტრუალური ციკლის დარღვევის მკურნალობა;
ქვედა სასქესო ორგანოების კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი დაავადებების ქირურგიული მკურნალობა;
ენდომეტრიოზის და ადენომიოზის მკურნალობა;
ქალის სასქესო ორგანოების პოლიპების კონსერვატიული და ქირურგიული მკურნალობა;
საშვილოსნოს მიომის მკურნალობა;
სასქესო ორგანოების პროლაფსის (დაწევა) და შარდის შეუკავებლობის მკურნალობა;
პოლიცისტოზური საკვერცხის სინდრომის მკურნალობა;
ჰისტერორეზექტომია