ანგიოლოგია მედიცინის დარგია, რომელიც უზრუნველყოფს სისხლძარღვებთან და ლიმფურ სისტემასთან დაკავშირებული დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.
მალხაზ კაციაშვილის მრავალპროფილურ გადაუდებელი დახმარების ცენტრში ფუნქციონირებს ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის განყოფილება, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სადიაგნოსტიკო ტექნიკით და დაკომპლექტებულია კვალიფიციური ანგიოლოგებით. ჩვენ სისხლძარღვების სტრუქტურის და მათთან დაკავშირებული დაავადებების სრულფასოვან დიაგნოსტირებასა და მკურნალობას 24/7 რეჟიმში გთავაზობთ.
MK სამედიცინო ცენტრის ანგიოლოგიური სადიაგნოსტიკო სერვისებია:
ულტრაბგერით კვლევები;
არტერიული და ვენური დოპლეროგრაფია;
ციფრული ანგიოგრაფია;
სისხლძარღვთა არაინვაზიური ტესტირება;
დუპლექსსონოგრაფია და ა.შ.
MK სამედიცინო ცენტრის ანგიოლოგიური პანელია:
ათეროსკლეროზის მკურნალობა;
ღრმა ვენების თრომბოზის მკურნალობა;
ქვემო კიდურების ვარიკოზული გაგანიერების მკურნალობა;
პერიფერიული არტერიების დაავადების მკურნალობა;
ქრონიკული ვენური უკმარისობის მკურნალობა;
ლიმფოსტაზის მკურნალობა;
დიაბეტური ტერფის მკურნალობა;
ქვემო კიდურების ფლებექტომია;
სისხლძარღვოვანი სიმსივნეებისა და მალფორაციების მკურნალობა (ქემოდექტომია, არტერიო-ვენოზური მალფორაციები, ჰემანგიომა);
გულმკერდისა და მუცლის აორტის ანევრიზმებისა და სტენო-ოკლუზიური
დაავადებების ქირურგიული მკურნალობა
ჩვენს სისხლძარღვთა ქირურგიის განყოფილებაში ტარდება ყველა სირთულის ოპერაცია. მათ შორის პერიფერიული სისხლძარღვების სტენტირების ენდოვასკულარული ოპერაციები, რაც სისხლძარღვების დაზიანებების მქონე პაციენტებში სისხლის მიმოქცევის აღდგენას უზრუნველყოფს.