აბდომინალური ქირურგია მედიცინის მიმართულებაა, რომელიც პასუხისმგებელია მუცლის ღრუს დაავადებების მკურნალობაზე. ის მოიცავს კუჭის, ღვიძლის, პანკრეასის, ელენთის, ნაღვლის ბუშტის, თირკმელების, მსხვილი და წვრილი ნაწლავის, რეპროდუქციული ორგანოებისა ოპერაციულ მკურნალობას.
მალხაზ კაციაშვილის მრავალპროფილურ გადაუდებელი დახმარების ცენტრში ფუნქციონირებს აბდომინალური ქირურგიის მაღალტენოლოგიური განყოფილება, რომელიც დაკომპლექტებულია კვალიფიციური ქირურგებით. ცენტრში აბდომინალური ქირურგიის გემიური და გადაუდებელი სერვისი ხელმისაწვდომია 24/7 რეჟიმში. ჩვენს ჰიბრიდულ საოპერაციებში აბდომინალური მიმართულების ურთულესი ოპერაციები ტარდება ღია და ლაპაროსკოპიული მეთოდით.
MK სამედიცინო ცენტრის აბდომინალური ქირურგიის სერვისებია:
მუცლის ღრუს ორგანოთა პათოლოგიების ქირურგიული მკურნალობა;
რეკონსტრუქციული ოპერაციები საყლაპავის ახალაზიის და საყლაპავის დიაფრაგმალური ხვრელის თიაქრის დროს;
ღვიძლის ატიპიური რეზექცია, სპლენექტომია, ადრენალექტომია, ქოლეცისტექტომია, აპენდექტომია, თიაქარპლასტიკა;
რადიკალური, ორგანოშემანარჩუნებელი და რეკონსტრუქციულ-აღდგენითი ონკოქირურგიული ოპერაციები;
ქვემო კიდურების ვარიკოზული დაავადების მკურნალობა ენდოსკოპური მეთოდით — კოლექტომია, გასტრექტომია და ჰემიკოლექტომია;
საყლაპავის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის – კუჭის, წვრილი და მსხვილი ნაწლავის, სწორი ნაწლავის, ღვიძლის, პანკრეასის, რეტროპერიტონული სივრცის სიმსივნეების, მცირე მენჯის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი პათოლოგიების დროს