MK სამედიცინო ცენტრი
თბილისი, ნაქალაქევის ქუჩა # 3
mkclinic9@gmail.com

ორთოპედია და ტრავმატოლოგია

ორთოპედია და ტრავმატოლოგია მედიცინის მიმართულებაა, რომელიც  ძვალ-კუნთოვანი  სისტემის ტრავმული, თანდაყოლილი  ან შეძენილი დარღვებების  დიაგნოსტიკას და ოპერაციულ  მკურნალობას შეისწავლის.

მალხაზ კაციაშვილის მრავალპროფილურ გადაუდებელი დახმარების ცენტრში ფუნქციონირებს ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიური  განყოფილება, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე  სადიაგნოსტიკო ტექნიკით და დაკომპლექტებულია კვალიფიციური ტრავმატოლოგებით. ჩვენ პაციენტებს   გადაუდებელ და გეგმიურ  ტრავმატოლოგიურ სერვისს  24/7  რეჟიმში ვაწვდით.

MK  სამედიცინო ცენტრის ტრავმატოლოგიურ / ორთოპედიული  სერვისებია:

ძვალ-სახსროვანი  აპარატის სრული დიაგნოსტიკა;
პლასტიკური კორექცია-რეკონსტრუქციები (ტერფის თითის ვალგუსური დეფორმაცია, ჩაქუჩისებრი დეფორმაცია);
სახსრების ოსტეოართროზი (კოქსართროზი, გონართროზი და ა.შ.);
ჰემართროზები (სისხლი სახსარში);
ბურსიტი, ეპიკონდილიტი, ტენდინიტები სხვადასხვა ლოკალიზაციით;
გრძელი ლულოვანი ძვლების ოსტეოსინთეზი მოტეხილობების დროს;
სხვადასხვა სახსრის ღრძობა-დაჭიმულობა და დაჟეჟილობები;
მხრის, იდაყვის, მაჯის ამოვარდნილობები;
სახსარშიდა ინექციები;
ჩანაცვლებითი ქირურგია (ენდოპროთეზირება);
ძვალ-სახსროვანი  აპარატის ონკოლოგიური დაავადებების მართვა;
მწვავე ტრამვების მართვა და მკურნალობა;
სახსრების მწვავე და ქრონიკული ტკივილის მართვა;
კიდურების  შეძენილი დეფორმაციების, ყალბი სახსრების ფსევდოართროზის  და ძვლოვანი პლასტიკის  ოპერაციები
სახსრის პლაზმოთერაპია (ართროპლაზმოლიფტინგი).