ქალი ბიზნესში
„ ჩემთვის ბიზნესის წამოწყების მთავარი მოტივატორი საკუთარი საქმის მართვის ამბიციაა. კარგად ვაცნობიერებ, რომ საქართველოში ქალისთვის წარმატებული ბიზნეს-მოდელის შექმნა, ძალიან შრომატევადი და საპასუხისმგებლო განაცხადია. არასდროს შემშინებია სტერეოტიპებისა და სირთულეების, რადგან მედიცინა ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის მხოლოდ ბიზნესი არაა. ის პროფესიული რეალიზაციის, გამოწვევების დაძლევის, საკუთარი ძალების გამოცდის და ადამიანების დახმარების ფორმაა.
ჩემი, როგორც ქალი მეწარმის გზა 2010 წელს, სამედიცინო ლაბორატორიის” Medical-L” შექმნით დაიწყო. ჩემი კომპანია მრავალ სამედიცინო დაწესებულებას ლაბორატორიულ მომსახურებას უწევდა. ეტაპობრივად ბიზნესის გაფართოება დავიწყე ლაბორატორიული კვლევის უმაღლესი სტანდარტების დანერგვით და გავზარდე იმ კლინიკების რაოდენობა, რომელთაც ემსახურებოდა ლაბორატორია,რითაც ლაბორატორიული კვლევების ბაზარზე მყარად დავიკავე სანდო კომპანიის ნიშა.
შემდეგ გადავწყვიტე გამეზარდა ბიზნეს-პორტფელი და სამედიცინო სფეროშიც მეცადა თავი. 2016 წელს საქართველოში ერთ-ერთ გამორჩეულ პროფესიონალთან, მალხაზ კაციაშვილთან ერთად, მულტიპროფილური კლინიკა დავაფუძნე.
თანამედროვე ტიპის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის წარმატებას ბევრი ფაქტორი განაპირობებს. ჩვენ შევქმენით სივრცე, სადაც მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა, მაღალკვალიფიციური ადამიანური რესურსი და სწორი მენეჯმენტის სინთეზი პაციენტისთვის საუკეთესო ხარისხის სამედიცინო სერვისის მიწოდების შესაძლებლობას გვაძლევს.
ბიზნესი ერთ ადგილზე გაჩერების საშუალებას არავის აძლევს. სამედიცინო სფერო იმდენად სწრაფად და დინამიურად ვითარდება, რომ კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად მუდმივ განვითარებას, მკურნალობის და დიაგნოსტიკის ინოვაციური პროტოკოლების დანერგვას და გამართულ ფინანსურ მენეჯმენტს მოითხოვს. შესაბამისად, ჩვენც ღია და გახსნილები ვართ ინოვაციებისთვის.
ლალი პეტაშვილი 2016 წლიდან დღემდე იკავებს ხელმძღვანელ პოზიციას მალხაზ კაციაშვილის მრავალპროფილურ გადაუდებელი დახმარების ცენტრში. მას აქვს სამედიცინო სფეროში მუშაობის 33 წლიანი გამოცდილება, აქედან 14 წელი მმართველ პოზიციებზე.
2023 წლიდან დღემდე „ლოტკინის სამედიცინო ცენტრი“ — დირექტორი;
2021 წლიდან დღემდე –„Krol Medical Corporation ‘’- გენერალური დირექტორი;
2019 წლიდან დღემდე — „ჯანმრთელობისა და სოციალური ზრუნვის კავშირი“ — დირექტორი;
2018 წლიდან დღემდე -„ კაია“ დამფუძნებელი — დირექტორი;
2016 წლიდან დღემდე – „მალხაზ კაციაშვილის მრავალპროფილური გადაუდებელი დახმარების ცენტრი — დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი;
2010 წლიდან დღემდე – „MEDICAL-L ‘’ დამფუძნებელი, დირექტორი
განათლება: ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიურ მეცნიერებათა მაგისტრი, სერტიფიცირებული კლინიკური მენეჯერი, სერტიფიცირებული ფინანსური მენეჯერი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტი, ლაბორატორიული მედიცინის სერტიფიცირებული სპეციალისტი, კოვიდპანდემიისა და პოსტკოვიდური გართულებების ინოვაციური მიდგომების სერტიფიცირებული სპეციალისტი.
თავისუფლად ფლობს ქართულ,ინგლისურ და რუსულ ენებს.