მალხაზ კაციაშვილი
“მალხაზ კაციაშვილის მრავალპროფილური გადაუდებელი დახმარების ცენტრის” თანადამფუძნებელი და კლინიკური დირექტორი

თანამედროვე მედიცინაში, სადაც ტექნოლოგია და ინოვაცია წამყვან  ადგილს იკავებს, არასდროს უნდა დაგვავიწყდეს ჯანდაცვის ძირითადი არსი — პაციენტი.

ჩვენს  ცენტრში  ვითვალისწინებთ თითოეული პაციენტის ინდივიდუალურ  საჭიროებებს.  როგორც  პრაქტიკოს ექიმს მრავალწლიანი გამოცდილებით, მჯერა, რომ  პაციენტზე  მხოლოდ პერსონალიზებული ზრუნვა  გვაძლევს მათი სრულად  გამოჯანმრთელების  გარანტიას.

პაციენტი ჩვენთან  თავისი უნიკალური ისტორიით, კონკრეტული გარემოებებითა და ჯანმრთელობის გამოწვევებით მოდის. ჩვენი პასუხისმგებლობაა მოვუსმინოთ მას  და შევქმნათ მკურნალობის სქემა, რომელიც პატივს სცემს  პაციენტის ინდივიდუალობას. ეს მიდგომა არა მხოლოდ ფიზიკურ სიმპტომებს ეხება, არამედ ემოციური და ფსიქოლოგიური ასპექტების გაგებასაც.

ჩვენ თითოეულ პაციენტს უნიკალურ ინდივიდად მივიჩნევთ.    ვაფასებთ მათ  ნდობას და   ვქმნით  თანაგრძნობით სავსე გარემოს.   ეს მიდგომა ჩვენი პრაქტიკის გულშია და გვაძლევს სტიმულს, მუდმივად გავაუმჯობესოთ და განვავითაროთ  მომსახურება.

მალხაზ კაციაშვილი უმაღლესი კვალიფიკაციის ანესთეზიოლოგი  და რეანიმატოლოგია.   ის 2016 წლიდან იკავებს კლინიკური დირექტორის თანამდებობას  მალხაზ კაციაშვილის მრავალპროფილურ გადაუდებელი დახმარების ცენტრში.  მას აქვს ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის სფეროში  მუშაობის 41 წლიანი გამოცდილება,  როგორც საქართველოში,   ასევე მის ფარგლებს გარეთ.   მალხაზი ტუნისის ერთ-ერთ წამყვან რეგიონულ საავადმყოფოში წლების განმავლობაში მუშაობდა მთავარ რეანიამტოლოგ-ანესთეზიოლოგად.

პროფესიული  უნარები:

ანესთეზიისა და რეანიმაციის თანამედროვე მეთოდები და ტექნიკა პრაქტიკული მედიცინის ყველა სფეროში  —  ქირურგია, ნეიროქირურგია, უროლოგია, ტრავმატოლოგია-ორთოპედია, მეანობა-გინეკოლოგია.

ანესთეზიის ყველა ტიპი – ზოგადი ენდოტრაქეალური, ლოკო-რეგიონალური,  მშობიარობების გაუტკივარება,  საბავშვო  ანესთეზია.

მალხაზ კაციაშვილი კრიტიკული მედიცინის სერტიფიცირებული ექიმია.

განათლება: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. უმაღლესი კატეგორიის  ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის აქტიური წევრი.

კრიტიკული მედიცინის სერტიფიცირებული ექიმი

მალხაზი მონაწილეობდა ტუნისისა და საქართველოს   მრავალ სამეცნიერო კონფერენციაში.    წიგნის  .  ის  წიგნის „კარდიოლოგია კარდიოგრამებში“ და  მრავალი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორია.

თავისუფლად ფლობს  ქართულ,  ფრანგულ,  ინგლისურ,  რუსულ და არაბულ ენებს