მალხაზ კაციაშვილის მრავალპროფილურ გადაუდებელი დახმარების ცენტრს სამედიცინო მენეჯერის თანამდებობაზე შემოუერთდა 16 წლიანი სამედიცინო გამოცდილების უმაღლესი კვალიფიკაციის ექიმი, ანესთეზილოგი და რეანიმატოლოგი ვასილ ბალახაშვილი. მას აქვს საქართველოსა და დსთ-ს სივრცის წამყვან კლინიკებში ანესთეზილოგად და რეანიმატოლოგად მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება. ასევე სამედიცინო მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
ვასილი მონაწილეობდა ქაბულში გაეროს (UN) სამშვიდობო ძალებისა და პერსონალის სამედიცინო მხარდაჭერის პროგრამაში, სადაც მისი კომპეტენცია იყო კრიტიკული სიტუაციებში როგორც ანესთეზილოგად და რეანიმატოლოგად, ასევე საავიაციო სამედიცინო დახმარებაში მონაწილეობა და პაციენტების მართვა.
პანდემიის დროს ის მუშაობდა ქალაქ ატირაუში (ყაზახეთის რესპუბლიკა), ინფექციურ საავადმყოფოში, სადაც მისი ფუნქცია იყო Covid-19 ინფიცირებული პაციენტების მართვა და ადგილობრივი ექიმების თეორიული და პრაქტიკული გადამზადება თანამედროვე პროტოკოლების სტანდარტების მიხედვით. ის ფლობს ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტროს ანესთეზიოლოგის და რეანიმატოლოგის ლიცენზიასაც.
ვასილი მონაწილეობდა არა-ერთ საერთაშორისო სამედიცინო სამეცნიერო კონფერენციაში და ფლობს მრავალ საერთაშორისო სერტიფიკატს, მათ შორის სამედიცინო მენეჯმენტის და ლიდერშიპის მიმართულებით.
ის ეწევა სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობასაც — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ხელმძღვანელობს ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის პრაქტიკულ და სალექციო კურსს ინგლისურენოვანი სტუდენტებისთვის. პროფესიული უნარები:
ზოგადი ანესთეზია, სპინალური, ეპიდურული ანესთეზია, ინჰალაციის ანესთეზია სპონტანური სუნთქვის შენარჩუნებით, ტოტალური ინტრავენური ანალგეზია, ტოტალური ინტრავენური ანალგეზია სპონტანური სუნთქვის შენარჩუნებით, სხვა სიცოცხლის გადამრჩენი ალგორითმები (BLS, ACLS, PALS, PHTLS, ATLS), სხვადასხვა ორგანოების უკმარისობით გამოწვეული კრიტიკული სიტუაციების მართვა, სამედიცინო პერსონალის თეორიული და პრაქტიკული გადამზადება თანამედროვე პროტოკოლების და გაიდლაინების მიხედვით, ტრაქეის ინტუბაცია კრიტიკულ პირობებში, კრიკოთირეოიდოტომია, ბრონქოსკოპია, ტრაქეოსტომია, მათ შორის პერკუტანული ტრაქეოსტომია, პლევრის ღრუს დრენირება, ცენტრალური ვენური კათეტერიზაცია (ჰემოდიალიზის კათეტერის ჩათვლით), პერიფერიული და ცენტრალური არტერიების კანულაცია, გულის პეისინგის შესრულება, დეფიბრილაცია-კარდიოვერსია, ლუმბალური პუნქცია, მძიმე სამეანო სისხლდენის მართვა.
ვასილ ბალახაშვილი ფლობს ქართულ, ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებს. ჰობი: ცურვა, მუსიკა