ყბა-სახის ქირურგია სახის, პირის ღრუს, კბილების და  ყბების თანდაყოლილი ან შეძენილი დაავადებებისა და  დეფორმაციების მკურნალობას მოიცავს. ყბა-სახის ქირურგიის მიზანი ყბის  ფუნქციის გაუმჯობესებაა.

 მალხაზ კაციაშვილის მრავალპროფილური გადაუდებელი დახმარების ცენტრში ფუნქციონირებს   ყბა-სახის ქირურგიის   განყოფილება, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და დაკომპლექტებულია პროფესიონალი ქირურგებით.

ჩვენ  გადაუდებელ ქირურგიულ მომსახურებას 24/7 რეჟიმში გთავაზობთ.

Mk სამედიცინო ცენტრის   ყბა-სახის ქირურგიული სერვისებია:

პირის ღრუსა და ყბა-სახის მიდამოს სიმსივნეების ქირურგიული მკურნალობა;
ყბა-სახის მიდამოს თანდაყოლილი და შეძენილი დეფექტების მკურნალობა;

ყბების  ანომალიების ქირურგიული მკურნალობა;
სანერწყვე ჯირკვლების დაავადებების ქირურგიული მკურნალობა;

ყბა-სახის მიდამოს ტრავმული დაავადებების (სახის ძვლების მოტეხილობები) ქირურგიული მკურნალობა;

ყბა-სახის  ანთებით-ჩირქოვანი დაავადებების ქირურგიული მკურნალობა (აბსცესი, ფლეგმონა, ფურუნკული, კარბუნკული);

ჰაიმორიტის ქირურგიული და კონსერვატიული მკურნალობა