რადიოლოგია მედიცინის დარგია, რომელიც შეისწავლის მაიონიზირებელი გამოსხივების წყაროების გამოყენებას დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის. ის სამედიცინო ვიზუალიზაციის ყველაზე ხშირად გამოყენებადი მეთოდია.
მალხაზ კაციაშვილის მრავალპროფილური გადაუდებელი დახმარების ცენტრში ფუნქციონირებს თანამედროვე სადიაგნოსტიკო ტექნიკით აღჭურვილი რადიოლოგიური განყოფილება, რომელიც დაკომპლექტებულია პროფესიონალი რადიოლოგებით. ჩვენთან ხორციელდება, მუცლის ღრუს, ფარისებრი ჯირკვლის,
გინეკოლოგიური, შარდ-სასქესო სისტემების და გულის ექოსკოპიური
კვლევები და სიხლძარღვების დუპლექსსკანირება.
MK სამედიცინო ცენტრის რადიოლოგიური სერვისები 24/7:
ულტრასონოგრაფია 3D -4D რეჟიმებით;
რენტგენოგრაფია;
კომპიუტერული ტომოგრაფია;
კარდიოლოგიური (გულის და სისხლძარღვების) რადიოლოგია;
კარდიოვასკულარული რადიოლოგია;
ენდოსკოპია, კოლონოსკოპია, გასტროსკოპია;
ბრონქოსკოპია