ნევროლოგია მედიცინის დარგია, რომელიც ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკასა და მართვას შეისწავლის.
მალხაზ კაციაშვილის მრავალპროფილურ გადაუდებელი დახმარების ცენტრში ფუნქციონირებს ნევროლოგიური განყოფილება, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სადიაგნოსტიკო აპარატურით და დაკომპლექტებულია პროფესიონალი ნევროლოგებით. ჩვენთან ნებისმიერი სირთულის ნევროლოგიურ დაავადებებს წარმატებით მართავენ.
MK სამედიცინო ცენტრის ნევროლოგიური დიაგნოსტიკის სერვისებია:
ელექტროენცეფალოგრაფია;
კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ/CT);
ლაბორატორიული კვლევები
MK სამედიცინო ცენტრის ნევროლოგიური პანელია:
გაფანტული სკლეროზის მკურნალობა;
წელის და მალთაშუა დისკების რადიკულოპათიის მკურნალობა;
თავის ტკივილის (შაკიკი, სამწვერა ნევრალგია) მკურნალობა;
ეპილეფსიის მკურნალობა;
თავბრუხვევის (ვესტიბულარული ნევრიტი) მკურნალობა;
ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცა;
ნეიროპათია- პოლინეიროპათიის მკურნალობა;
კუნთოვანი დისტროფიის მკურნალობა;
მიოპათიის მკურნალობა;
დემენციის მკურნალობა;
ცერებრული დამბლის მკურნალობა;
პერიფერიული ნერვების დაავადებების (ნევრალგიები) მკურნალობა
ნერვ-კუნთოვანი დაავადებების (მიასთენია და სხვ.) მკურნალობა;
ძილის დარღვევების მკურნალობა
ვეგეტატიური და ფუნქციური ნევროლოგიური აშლილობის მკურნალობა
ნევროლოგიური დაავადებების დროული დიაგნოსტიკა და სწორი მკურნალობა უმნიშვნელოვანესია შეუქცევადი გართულებების თავიდან ასაცილებლად. ჩვენ დიდი სიფრთხილით ვქმნით ინდივიდუალური მკურნალობის სქემას თითოეული პაციენტისთვის, რაც უზრუნველყოფს საუკეთესო კლინიკურ შედეგებს.
დაჯავშნეთ ვიზიტი: