მალხაზ კაციაშვილის  მრავალპროფილურ გადაუდებელი დახმარების ცენტრში 24/7 ფუნქციონირებს სრულფასოვანი ლაბორატორიული მომსახურების სერვისი.

MK სამედიცინო ცენტრის   ლაბორატორია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პერსონალით და აღჭურვილია  თანამედროვე სამედიცინო აპარატურით. ლაბორატორიაში დანერგილია კვლევის უახლესი მეთოდები.

ლაბორატორიაში სრულდება სეროზული სითხეების (თავ-ზურგტვინის, პლევრალური, ასციტური და სხვ.), შარდის და სისხლის კლინიკური და ბიოქიმიური გამოკვლევები. ბიოქიმიური კვლევებისათვის გამოყენებული ანალიზატორი მაქსიმალური სიზუსტით განსაზღვრავს 60-ზე მეტ ბიოქიმიურ მაჩვენებელს. არტერიული სისხლის კვლევა გაზებსა და ელექტროლიტებზე ხორციელდება  ბოლო თაობის  ანალიზატორით, ჰემოსტაზის  და ჰემატოლოგიური  გამოკვლევა   ხდება  სპეციალური მაღალი სიზუსტის  აპარატით,   ლეიკო­ციტული ფორმულის დათვლა კი მაღალი ხარისხის სინათლის მიკროსკოპით.

MK სამედიცინო ცენტრის  ლაბორატორიული სერვისებია:

ბიოქიმია;

კოაგულაცია;

იმუნოლოგია;

იმუნოჰისტოქიმია;

სეროლოგია;

ბაქტერიოლოგია;

იმუნოდეფიციტური კვლევები;

პარაზიტოლოგია;

მოლეკულური დიაგნოსტიკა;

ციტოლოგია;

შარდის ნალექის მიკროსკოპიული კვლევა;

ონკოლოგიური კვლევები;

მორფოლოგია