თერაპია შინაგანი დაავადებების დიაგნოსტიკას, მკურნალობას და პროფილაქტიკას შეისწავლის. ის, ფართო გაგებით, მედიცინის ინტერდისციპლინური მიმართულებაა და მოიცავს პულმონოლოგიას, კარდიოლოგიას, გასტროენტეროლოგიას, ნევროლოგიას, ჰემატოლოგიას და რევმატოლოგიას.
მალხაზ კაციაშვილის მრავალპროფილურ გადაუდებელი დახმარების ცენტრში ფუნქციონირებს თერაპიული განყოფილება, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სადიაგნოსტიკო ტექნიკით და დაკომპლექტებულია კვალიფიციური ექიმ თერაპევტებით.
ჩვენი თერაპევტები არიან ფართო პროფილის სპეციალისტები და ფლობენ მულტიდისციპლინარული უნარების ერთობლიობას.
MK სამედიცინო ცენტრში თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ თანამედროვე თერაპიული სერვისების სრული სპექტრი:
ექიმ თერაპევტის კონსულტაცია;
სადიაგნოსტიკო ლაბორატორიულ კვლევები;
რადიოლოგიურ კვლევები: რენტგენოგრაფია, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა, კომპიუტერული ტომოგრაფია, ენდოსკოპიური კვლევები …
როდის უნდა მიმართოთ თერაპევტს?
ტემპერატურის უკონტროლო მატება;
ხველა, სუნთქვითი პრობლემები;
გულის რევა;
დიარეა;
კანის ფერის ცვლილება;
ზოგადი სისუსტე;
სხვადასხვა ლოკალიზაციის ტკივილი
თერაპევტის როლი განსაკუთრებულია პაციენტის შინაგანი დაავადებების ადრეულ დიაგნოსტიკასა და კონსერვატიული მკურნალობის შერჩევაში.
დაჯავშნეთ ვიზიტი: