მალხაზ კაციაშვილის მრავალპროფილური გადაუდებელი დახმარების ცენტრის ენდოსკოპიური დიაგნოსტიკის განყოფილება აღჭურვილია თანამედროვე ტექნიქით და დაკომპლექტებულია პროფესიონალი ექიმ რადიოლოგებით.
MK სამედიცინო ცენტრის ენდოსკოპიურ-დიაგნოსტიკური სერვისებია:
ენდოსკოპია
ენდოსკოპია საჭმლის მომნელებელი სისტემის გამოკვლევისა და მკურნალობის საუკეთესო მეთოდია. ის გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების (წყლულები, ანთება და სიმსივნეები) ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირებისთვის. პროცედურის დროს ექიმს შეუძლია ქსოვილის ნიმუშების შეგროვება (ბიოფსიის აღება) შემდგომი ანალიზისთვის.
ბრონქოსკოპია
ბრონქოსკოპია ტრაქეისა და ბრონქების გამოკვლევაა ბრონქოსკოპის საშუალებით.
ბრონქოსკოპიისას შესაძლებელია ტრაქეიდან უცხო სხეულის და ბრონქული სეკრეტის ამოღება, ბიოფსის აღება ან ახალწარმონაქმნის ამოკვეთა.
ეზოფაგო–გასტრო–დუოდენოსკოპია
ეზოფაგო-გასტრო-დუოდენოსკოპიისას საყლაპავის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი, სიმსივნური დაავადებების გამოვლენა და ენდოსკოპიური პოლიპექტომიაა შესაძლებელი.
კოლონოსკოპია
კოლონოსკოპია მსხვილი და სწორი ნაწლავის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკის და მკურნალობის ოქროს სტანდარტადაა მიჩნეული.
ჩვენთან გამოკვლევები ტარდება თანამედროვე, ენდო-ვიდეო აპარატურით რაც საშუალებას გვაძვლევს დროულად მოვახდინოთ ხორხის, ფილტვის, კუჭ-ნაწლავის დაავადებათა დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
ენდოსკოპიური პროცედურები ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით და სედაციით.
დაჯავშნეთ ვიზიტი