ადამიანის ენდოკრინული სისტემა მართავს ორგანიზმის უჯრედულ აქტივობას და არეგულირებს ჰომეოსტაზს. ენდოკრინულ სისტემას მიეკუთვნება შემდეგი ორგანოები: ჰიპოთალამუსი, ჰიპოფიზი, კუჭქვეშა ჯირკვალი (პანკრესი), ფარისებრი ჯირკვალი, ფარისებრახლო ჯირკვლები, თირკმელზედა ჯირკვლები, პანკრეასი და სასქესო ჯირკვლები.
ენდოკრინული (შინაგანი სეკრეციის) ჯირჯვლები ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს – ჰორმონებს გამოყოფენ, რომლებიც უზრუნველყოფენ მარილის, წყლის ბალანსის, კალციუმის და ფოსფორის რეგულაციას. ენდოკრინული სისტემა პასუხისმგებელია ენერგიის ბალანსზე, სტრესის მიმართ ორგანიზმის ჰემოდინამიკურ და მეტაბოლურ პასუხზე. ის მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ორგანიზმის დაბადების, გამრავლების, ზრდისა და დაბერების სისტემებზე.
მალხაზ კაციაშვილის მრავალპროფილური გადაუდებელი დახმარების ცენტრი გთავაზობთ ენდოკრინოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სრულ სერვისს:
ენდოკრინოლოგის კონსულტაცია;
ლაბორატორიული კვლევების სრული სპექტრი;
ექოსკოპიური კვლევა
MK სამედიცინო ცენტრის ენდოკრინოლოგიური პანელია:
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მკურნალობა;
შაქრიანი დიაბეტის მკურნალობა;
სიმსუქნის და მეტაბოლური დარღვევების მკურნალობა;
ცხიმოვანი ცვლის დარღვევების მკურნალობა;
ოსტეოპოროზის მკურნალობა;
ვიტამინების დეფიციტის მკურნალობა;
მიკრო და მაკროელემენტების დეფიციტის მკურნალობა.
ჩვენ თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალური მკურნალობის სქემაზე ვმუშაობთ. ჩვენი მიზანია პაციენტისთვის მაღალხარისხიანი, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული პრევენციული, დიაგნოსტიკური, სამკურნალო სერვისების სრული სპექტრის მიწოდება.