MK სამედიცინო ცენტრი
თბილისი, ნაქალაქევის ქუჩა # 3
mkclinic9@gmail.com

ლალი პეტაშვილი

მალხაზ კაციაშვილის მრავალპროფილური გადაუდებელი დახმარების ცენტრის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ლალი პეტაშვილი

ქალი ბიზნესში

ჩემთვის ბიზნესის წამოწყების მთავარი მოტივატორი საკუთარი საქმის მართვის ამბიციაა.   კარგად  ვაცნობიერებ, რომ  საქართველოში  ქალისთვის წარმატებული ბიზნესმოდელის შექმნა,  ძალიან  შრომატევადი და საპასუხისმგებლო განაცხადია. არასდროს შემშინებია სტერეოტიპებისა და სირთულეების , რადგან   მედიცინა ჩემთვის   და ჩემი გუნდისთვის მხოლოდ ბიზნესი არაა. ის პროფესიული რეალიზაციის,  გამოწვევების დაძლევის,  საკუთარი ძალების გამოცდის და ადამიანების დახმარების  ფორმაა.

ჩემი,  როგორც ქალი მეწარმის გზა,     2010 წელს,  სამედიცინო ლაბორატორიის  Medical-Lის შექმნით დაიწყო.   ამ პერიოდში საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების მასობრივი პრივატიზაცია მიმდინარეობდა. ჩემი  კომპანია  ამ  სამედიცინო დაწესებულებებს ლაბორატორიულ მომსახურეობას უწევდა.  ეტაპობრივად  ბიზნესის გაფართოება დავიწყეთ, დავნერგეთ ლაბორატორიული კვლევის უმაღლესი სტანდარტები, შემოვიტანეთ  თანამედროვე  ტექნოლოგიები და  გავზარდეთ იმ კლინიკების რაოდენობა, რომელთაც ვემსახურებოდით.  ლაბორატორიული კვლევების ბაზარზე    მყარად დავიკავეთ სანდო  კომპანის  ნიშა.

 

ლაბორატორიის წარმატებამ,   მედიცინის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გამიძლიერა.  სამედიცინო სფეროს მენეჯმენტი, მისი საჭიროებები შიგნიდან შევისწავლე  და  უკვე  2016 წელს   საქართველოში ერთ-ერთ გამორჩეულ პროფესიონალთან,    მალხაზ კაციაშვილთან ერთად,  მულტიპროფილური კლინიკა დავაფუძნე.

კლინიკა ჩართულია საყოველთაო და რეფერალურ დაზღვევაში,  ვთანამშრომლობთ სხვადასხვა კატასტროფის და სასწრაფო დახმარების ცენტრებთან და  სადაზღვევო კომპანიებთან.  ავაწყვეთ  სრულფასოვანი    სამედიცინო ლოჯისტიკა,  და ვემსახურებით პაციენტებს   საქართველოს ყველა,   მათ შორის  დროებთ ოკუპირებული რეგიონებდან.    

თანამედროვე  ტიპის ჰოსპიტალის წარმატებას  ბევრი ფაქტორი განაპირობებს.    ის მოიცავს ულტრათანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების,  პროფესიონალი ექიმთა გუნდისა და სწორი მენეჯმენტის ერთობლიობას.   ჩვენ შევქმენით ის სივრცე, სადაც  მაღალტექნოლოგიური  ინფრასტრუქტურა,  მაღალკვალიფიციური  ადამიანური რესურსი  და  სწორი მენეჯმენტის ერთობლიობა    პაციენტისთვის საუკეთესო ხარისხსის სამედიციცინო სერვისის მიწოდების შესაძლებლობას გვაძლევს.

ჩვენი კლინიკის სიძლიერეს ქმნის  მაღალეფექტური ნეირო-რეანიმატოლოგიური  და ნევროლოგების გუნდი. ჩვენთან   საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდიან  პლაზმაფერეზის  პროცედურების ჩასატარებლად   სპეციფიური ც.ნ.ს-ის მადემიელინიზირებელი დაავადებებით ( პოლირადიკულონეიროპათიები, გიიენ – ბარეს სინდრომი,  მიასთენია).

ჩვენ მძიმე  ნევროლოგიური სტატუსისა და ონკოპაციენტებისთვის   შევქმენით   პალიატიური მზრუნველობის განყოფილება.    ამ ტიპის განყოფილებები  დღეს კრიტიკულად აუცილებელი და მოთხოვნადია. 

ბიზნესი ერთ ადგილზე გაჩერების საშუალებას არავის აძლევს. სამედიცინო სფერო იმდენად სწრაფად და დინამიურად ვითარდება, რომ კონკურენტუნარიოანობის შესანარუნებლად  მუდმივი განვითარებას,  მკურნალობის  და დიაგნოსტიკის  ინოვაციური პროტოკოლების დანერგვას და გამართულ ფინანსურ  მენეჯმენტს მოითხოვს. შესაბამისად, ჩვენც  ღია და გახსნილები ვართ ინოვაციებისთვის.

 

 

ლალი პეტაშვილი  2016  წლიდან დღემე იკავებს ხელმძღვანელ პოზიციას მალხაზ კაციაშვილის მრავალპროფილურ  გადაუდებელი დახმარების  ცენტრში

მას აქვს სამედიცინო სფეროში მუშაობის 30   წლიანი გამოცდილება,  აქედან  14 წელი მმართველ პოზიციებზე.

 2023 წლიდან დღემდე  „ლოტკინის სამედიცინო ცენტრი“  — დირექტორი

2021წლიდან დღემდე –„Krol Medical Corporation ‘’- გენერალური დირექტორი

2019 წლიდან დღემდე  — „ჯანმრთელობისა და სოციალური ზრუნვის კავშირი“ — დირექტორი

2018 წლიდან დღემდე -„ კაია“ დამფუძნებელი  — დირექტორი

2016 წლიდან დღემდე – „მალხაზ კაციაშვილის მრავალპროფილური გადაუდებელი დახმარების ცენტრი —  დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი

2012 წლიდან დღემდე  –  „MEDICAL-L ‘’ დამფუძნებელი, დირექტორი

 

განათლება: ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიურ მეცნიერებათა მაგისტრი, სერტიფიცირებული კლინიკური მმართველი და ფინანსური მენეჯერი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტი,  ლაბორატორიულ მედიცინაში კოვიდპანდემიისა და პოსტკოვიდური გართულებების ინოვაციური მიდგომების  სერტიფიცირებული სპეციალისტი.

თავისუფლად ფლობს ქართულ და რუსულ ენებს.