MK სამედიცინო ცენტრი
თბილისი, ნაქალაქევის ქუჩა # 3
mkclinic9@gmail.com

შაქრიანი დიაბეტი – რა უნდა ვიცოდეთ ?

შაქრიანი დიაბეტი
– რა უნდა ვიცოდეთ ?
👉 გესაუბრებათ ექიმი ენდოკრინოლოგი – ნინო ბებიაშვილი :

შაქრიანი დიაბეტი სიკვდილიანობით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა გულ-ფილტვის პათოლოგიებისა და კიბოს შემდეგ.
ხასიათდება გლუკოზის დონის მომატებით სისხლში, რომლის შედეგადაც ზიანდება სისხლძარღვები, რაც გამოვლინდება ორგანოების დაზიანებით დიაბეტის ქრ. გართულებების სახით, რომლებიც მნიშვნელოვნად აუარესებენ ადამიანის შრომისუნარიანობას და ცხოვრების ხარისხს.
ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება დაავადების ადრეულ დიაგნოსტიკას.
გართულების შედეგად თანმხლები დაავადებებია:
▪️გულ – სისხლძარღვთა დაავადებები
▪️ოფთალმოპათია (თვალის დაზიანება)
▪️ნეფროპათია (თირკმლის დაზიანება)
▪️ ანგიო და ნეიროპათია
დიაბეტური ტერფის სინდრომი

დიაბეტის ნიშნებია:
🔺პირის სიმშრალე;
🔺გაძლიერებული წყურვილი;
🔺წონის კლება;
🔺ხშირი შარდვა;
🔺მხედველობის დაქვეითება;
🔺ინფექციებისადმი მიდრეკილება;

ჩამოყალიბებული შაქრიანი დიაბეტის დროს გლუკოზის ნორმალური სამიზნე ციფრების შენარჩუნება მიიღწევა დიეტის დაცვით, ენდოკრინოლოგთან პერიოდული ვიზიტებით და მისი რეკომენდაციების გათვალისწინებით, ლაბორატორიული კვლევების კონტროლით და გართულებების შესაბამისი სპეციალისტების მეთვალყურეობით: კარდიოლოგი, ოფთალმოლოგი, ნევროლოგი, ანგიოლოგი;
ამჟამად ყურადღება შევაჩეროთ ერთ-ერთ მნიშვნელოვან გართულებაზე – ჰიპოგლიკემია, რომელიც ვლინდება გლუკოზის დონის დაქვეითებით სისხლში <2.8მმოლ/ლ (50მგ/დლ); ვითარდება კვების დაგვიანების, ალკოჰოლის მიღების, ზედმეტი ფიზ. აქტივობის, დანიშნული მკურნალობის დოზირების ან რეჟიმის დარღვევის, და/ან სხვადასხვა დაავადებების დროს. დამახასიათებელი ჩივილებია: 👉ემოციური ლაბილობა, შფოთვა, სისუსტე, დეზოორიენტაცია,გულისცემის აჩქარება,კანკალი,ცივი ოფლი,ძლიერი შიმშილის შეგრძნება,კრუნჩხვები, კომა; ჰიპოგლიკემიის დროს ხშირად პაციენტი იღებს მეტ ტკბილს ვიდრე საჭიროა, რის გამოც საგრძნობლად იმატებს სისხლში გლუკოზის დონე, ამიტომ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მისაღები გლუკოზის რაოდენობა 15გ, რაც უდრის -2-3 ჩ.კ შაქარი გახსნილი 1ჭ წყალში ან 1ჭ ტკბილი ხილის წვენი.

Leave A Comment